Bloomberg: TripAdvisor-ი, Google-ის მხრიდან კონკურენციის ზრდის გამო, ასობით თანამშრომელს გაათავისუფლებს

ტურისტული სერვისი TripAdvisor-ი, Google-ის მხრიდან კონკურენციის ზრდის გამო, დაახლოებით 200 თანამშრომელს გაათავისუფლებს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2019 წლის ბოლოსთვის, კომპანიაში 3 800 ადამიანი იყო დასაქმებული.

Google ავითარებს საკუთარ სერვისებს მოგზაურობისთვის, მათ შორის სასტუმროებისა და რესტორნების მიმოხილვებს. ამავე დროს, კომპანია ადგენს პრიორიტეტს საკუთარი სერვისებისთვის საძიებო მოთხოვნების ჩვენებისას, რის შედეგადაც მას უფრო მეტი მომხმარებელი ხედავს. ამის გამო, ბევრი კომპანია, მათ შორის TripAdvisor-ი, იძულებულია Google-სგან მეტი რეკლამა იყიდოს, რათა შეინარჩუნოს ონლაინ-ტრაფიკი.

როგორც სააგენტო წერს, TripAdvisor-ის წარმომადგენელმა აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. მან აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ გამართული სატელეფონო კონფერენციის დროს, მაღალი შემოსავლის შენარჩუნების მიზნით, საუბარი იყო თანამშრომლების შემცირებასა და ხარჯების გადანაწილებაზე.

2019 წლის დასაწყისში, კომპანიის III კვარტლის სუსტი ფინანსური მაჩვენებლების გამოქვეყნების შემდეგ, TripAdvisor-ის აქციების ღირებულება ერთ დღეში 20%-ით დაეცა. სერვისის კვარტლურმა მოგებამ 428 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. კომპანიაში მაშინ აცხადებდნენ, რომ ძირითადი პრობლემა ეს Google-ის მხრიდან გაწეული კონკურენცია იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად