Bloomberg: ტრამპს სურდა, რომ 2016 წელს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მისი ქალიშვილი ყოფილიყო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს არაერთხელ განიხილა მრჩევლებთან მისი ქალიშვილის, ივანკას ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე წარდგენის შესაძლებლობა. ამის შესახებ ტრამპის საარჩევნო შტაბის უფროსის ყოფილმა მოადგილე რიკ გეითსმა თავის წიგნში ისაუბრა. იტყობინება Bloomberg.

წიგნში, რომლის ასლიც გადაეცა სააგენტოს, წერია, რომ ტრამპმა იცოდა მის მიმართ რესპუბლიკური პარტიის ნეგატიური დამოკიდებულება და სურდა ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე დაენიშნა ადამიანი, რომელსაც სრულად ენდობოდა.

“მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს ივანკა. რაც შეეხება ივანკას, როგორც ვიცე-პრეზიდენტს? <…> ის არის ჭკვიანი, ლამაზი და ხალხს უყვარს იგი”, – თქვა ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურის ერთ-ერთი განხილვის დროს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად