Bloomberg: რუსეთთან უთანხმოების გამო თურქეთს აშშ-სთან დაახლოება სურს

თურქეთი ელოდება ნატოს პარტნიორებთან ურთიერთობების გაუმჯობესებას აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაციასთან დაახლოების გზით, – ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა Bloomberg-მა.

ინფორმირებული პირების თქმით, თურქეთის ხელისუფლება, პრეზიდენტ ერდოღანის მეთაურობით, აპირებს გადახედოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, რასაც შესაძლოა, რამდენიმე ფაქტორი განაპირობებდეს. სააგენტოს ცნობით, თურქეთს ეშინია ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან მის მიმართ შეზღუდვების შესაძლო დაწესების. ევროპარლამენტმა მანამდე მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა თურქეთისთვის მკაცრი სანქციების დააკისრებისაკენ ხმელთაშუა ზღვაში მისი ქცევის გამო. 10-11 დეკემბრის სამიტზე ევროკავშირისა და თურქეთის ურთიერთობები იქნება ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების ძირითადი ყურადღების ობიექტი.

Bloomberg-ის თანახმად, თურქეთს საკუთარ საგარეო პოლიტიკაზე გადახედვა რუსეთთან შექმნილი მზარდი უთანხმოების გამოც უწევს, რაც ლიბიასა და სირიაში მათი ინტერესებისა და ამავე დროს ყარაბაღის კონფლიქტით გაუარესდა.

სააგენტოს წყაროების თანახმად, ერდოღანი იმედოვნებს, რომ “ბაიდენის რწმენა სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციებისა და ტრანსატლანტიკური კავშირებისადმი” დაეხმარება თურქეთს ნატოს პარტნიორებთან ურთიერთობების გაუმჯობესებაში. ამავე დროს, ბლუმბერგის თანახმად, ანკარა იმედოვნებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციასთან კავშირების დამყარება გაზრდის იარაღის შესაძენად გარიგების დადების შანსებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად