Bloomberg Opinion: საქართველოს ჩრდილოვანი ბოსი ვაშინგტონში ახალ ლობისტს ქირაობს

ელი ლეიკი, რომელიც Bloomberg Opinion-ის მიმომხილველია ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ბიძინა ივანიშვილის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს სათაურით „საქართველოს ჩრდილოვანი ბოსი ვაშინგტონში ახალ ლობისტს ქირაობს“.

„ბოლო ათწლეულების განმავლობაში კონგრესმა უარი თქვა საგარეო პოლიტიკურ პასუხისმგებლობებზე აღმასრულებელი ხელისუფლების წინაშე. ამიერიდან სენატი ადასტურებს პრეზიდენტის კანდიდატურას ელჩების პოსტებზე და მაღალი დონის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამდებობებზე.

თუმცა, ზოგჯერ, კონგრესის მკვეთრმა მოქმედებებმა შესაძლოა უცხოელი ავტორიტეტული ფიგურის ყურადღება მიიპყროს.

როგორც ჩანს, სწორედ ეს მოხდა საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის, ქვეყნის უმდიდრესი მოქალაქის და, ფაქტობრივად, ქვეყნის ჩრდილოვანი ბოსის შემთხვევაში. ქვეყნის ავტორიტარიზმში გადასვლით შეშფოთებულმა კონგრესმა, ივანიშვილის მიერ დასმულ პრემიერ მინისტრს არაერთი წერილი გაუგზავნა. თვის დასაწყისში კი, იურიდიულმა ფირმა Hogan Lovells-მა ხელი მოაწერა 75000 აშშ დოლარის ღირებულები ყოველთვიურ კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც, იგი იქნება „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, პარტიის, რომელიც ივანიშვილმა 2012 წელს დააფუძნა და დღემდე მისი ლიდერია.

იუსტიციის სამინისტროში, კომპანიის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონს ერთვის წერილი, რომელიც ითვალისწინებს მათთვის დახმარების გაწევას ყველაფერში – დაწყებული იურიდიული ანალიზით, დამთავრებული საზოგადოებრივი პროპაგანდით ვაშინგტონში. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ფირმა ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი იქნება და არა მთავრობის, რომელსაც ამჟამად ეს პარტია აკონტროლებს. ”კომპანია ითანამშრომლებს და შესაძლოა, ინსტრუქციები საქართველოს არჩეული თანამდებობის პირებისგან მიიღოს. მაგრამ იმოქმედებს მხოლოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობითა და კონტროლით”. – წერს ყოფილი რესპუბლიკელი სენატორი ნორმ კოულმანი 21 იანვარს ბიძინა ივანიშვილისთვის მიწერილ წერილში.

კოულმანს რთული მისია აქვს დაკისრებული. ისეთი ავტორიტარული მოკავშირეებით, როგორიც არის საუდის არაბეთი, შეუძლია იმის მტკიცება დაიწყოს, რომ ამერიკა, სტრატეგიული მიზეზების გამო, ლმობიერი უნდა იყოს. მაგრამ საქართველომ ბოლო 15 წლის განმავლობაში ვაშინგტონთან, კანონის უზენაესობისა და კონკურენტუნარიანი არჩევნების ჩატარებისკენ სწრაფვის გამო, ახლო ურთიერთობის დამყარება შეძლო. კოულმანის ახალი კლიენტი კი სამწუხაროდ, ამ საკითხის მეორე მხარეს იმყოფება და ამას ვერანაირი თანხა ვერ შეცვლის“, – ნათქვამია სტატიაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად