Bloomberg– მა მსოფლიოს 25 უმდიდრესი ოჯახის ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა

სააგენტო Bloomberg– მა მსოფლიოს 25 უმდიდრესი ოჯახის ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა.

პირველ ადგილზე, როგორც ერთი წლით ადრე, უოლტონის ოჯახია, რომელიც Walmart-ის სუპერმარკეტების ქსელის აქციების 50 პროცენტს ფლობს.

სააგენტოს თანახმად, უოლტონის ოჯახის ფინანსური მდგომარეობა 190.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. წლის განმავლობაში მისი ქონება 39 მილიარდი დოლარით გაიზარდა.
უოლტონის მოგება ბოლო 12 თვის განმავლობაში, წუთში 70,000 აშშ დოლარით გაიზარდა, საათში 4 მილიონით და დღეში 100 მილიონით.

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ოჯახების რეიტინგში მეორე ადგილს საკონდიტრო კომპანია Mars-ის დამფუძნებლის, ფრენკ მარსის ოჯახი იკავებს, რომელმაც წლის განმავლობაში 37 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. მათი დანაზოგი 126.5 მილიარდ დოლარამდე გაზარდა.
რეიტინგში მესამე ადგილზე არიან ძმები ჩარლზ და დევიდ კოხები, რომლებიც Koch Industries-ის დამფუძნებლის, ფრედ კოხის ვაჟები არიან. მათ ბიზნესი 1940 წელს დაიწყეს, რაც რამდენიმე ათწლეულში კორპორაციად გადაიქცა. მათი ქონება წლის განმავლობაში 25 მილიარდით გაიზარდა და უკვე 125 მილიარდი დოლარი შეადგინა.

სიაში მეოთხე პოზიციაზე იმყოფება საუდის არაბეთის მმართველი დინასტია. ამ ოჯახის ფინანსური მდგომარეობა 100 მილიარდი დოლარით არის შეფასებული.

სააგენტო Bloomberg-ის თანახმად, სიაში მეხუთე უმდიდრესი ოჯახი Chanel – ის პარფიუმერული სახლის მფლობელები, ძმები ალენ და ჟერარ ვერტჰაიმერები არიან, რომელთა ქონება 57,6 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...