Bloomberg-მა აშშ-სა და ჩინეთს შორის დაგეგმილი სავაჭრო მოლაპარაკებების შესახებ შეიტყო

პეკინში, 2019 წლის იანვრის მეორე კვირაში აშშ-ის სახელმწიფო დელეგაცია ჩავა, რომელიც მოლაპარაკებებს გამართავს ჩინელ მაღალჩინოსნებთან. ამის შესახებ Bloomberg წერს.

გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დელეგაციას სათავეში ჩაუდგება აშშ-ის წარმომადგენელი სავაჭრო მოლაპარაკებებში ჯეფრი ჯერიში. მონაწილეებს შორის აგრეთვე იქნება ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს მოადგილე საერთაშორისო საქმეებში დევიდ მალპასი. გასულ კვირას, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა დაადასტურა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ სატელეფონო საუბარი გამართა პეკინთან ორმხრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით.

აგრეთვე აღნიშნულია, რომ ეს მოლაპარაკებები იქნება პირველი მას მერე, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა დიდი ოცეულის სამიტზე, საბაჟო გადასახადების გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების ამოქმედება 2019 წლის მარტისთვის გადადეს. ამასთან, თეთრ სახლში არ გამორიცხავენ, რომ ჩინურ საქონელზე საბაჟო გადასახადი ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის შემდეგ გადადონ.

2018 წელს ვაშინგტონმა, ჩინურ იმპორტირებულ საქონელზე ტარიფები რამდენჯერმე დააწესა, რაზეც პეკინმა ანალოგიური ზომების მიღებით უპასუხა. ნოემბერში კი ტრამპმა განაცხადა, რომ ყველა ჩინურ საქონელზე 500 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ტარიფს დააწესებდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...