Bloomberg: კონგრესმენებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების თაობაზე კანონპროექტი მოამზადეს

აშშ-ს კონგრესში კანონპროექტი მოამზადეს, რომელიც 2016 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო ჩარევისთვის რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კანონპროექტი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ფინანსური მომსახურების კომიტეტმა წარადგინა. კანონპროექტი რუსეთის ენერგეტიკისა და ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

კანონპროექტი კონგრესის ქვედა პალატაში ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ, მაგრამ ექსპერტებმა წარმოადგინეს მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყენოს სანქციები უფრო ეფექტურად.

კანონპროექტში დემოკრატები აშშ-ს სპეციალური პროკურორის რობერტ მიულერის ანგარიშს და მის დასკვნას უთითებენ, რომ რუსეთი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...