Bloomberg-ის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის ქონება წელს 175 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა

ბიძინა ივანიშვილის ქონება 2018 წელს 175 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა. ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

ბიძინა ივანიშვილის აქტივების ჯამური ღირებულება წლის დასაწყისში 5,8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა ახლა კი იგივე მაჩვენებელი 5,6 მილიარდი აშშ დოლარის ტოლია.

2018 წლის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილისთვის ყველაზე შემოსავლიანი თვე იანვარი იყო, როდესაც მისი ქონების ღირებულებამ 5,9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად