Bloomberg: დედოლარიზაციის შედეგად, რუსეთმა ერთ წელიწადში 7,7 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა

რუსეთმა, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ექსპერიმენტის გამო, ერთი წლის განმავლობაში 7,7 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა. ექსპერიმენტში კი იგულისხმება ის, რომ პუტინის ინიციატივით, რუსეთმა, ოქროს სავალუტო რეზერვებში დოლარზე უარი თქვა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის ცენტრალური ბანკი სუსტ ვალუტებში ათავსებდა ევროსა და იუანს, ხოლო აშშ დოლარი ამასობაში 6,5%-ით გაიზარდა. რეგულატორს რომ თავისი რეზერვების წინა სტრუქტურა შეენარჩუნებინა, რომელიც საერთო ჯამში დაახლოებით 531 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, მაშინ მარტში იგი დაახლოებით 3,8%-იან ზრდას მიიღებდა.

როგორც Bloomberg-ი წერს, უფრო ზუსტი ციფრები ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი არ არის, ვინაიდან რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონაცემები 6-თვიანი დაგვიანებით გამოაქვეყნა. ბანკის მიერ გავრცელებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის მარტიდან, 2019 წლის მარტამდე, რეზერვები აშშ დოლარში 43,7-დან 23,6%-მდე შემცირდა. ამასთან, ევროს წილი 22,2-დან 30,3%-მდე გაიზარდა, ხოლო იუანის – 5-დან 14,2%-მდე.

რუსეთის მიერ განხორციელებულმა დივერსიფიკაციამ იგი, მსოფლიოში, იუანის ყველაზე მსხვილი რეზერვების მფლობელი გახად, – წერს Bloomberg-ი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად