Bloomberg: Credit Suisse Group AG-ში თაღლითობის ყველაზე დიდი მსხვერპლი ბიძინა ივანიშვილი უჩივის სინგაპურში ბანკის ერთ-ერთ თანამშრომელს მინიმუმ 300 მილიონ დოლარის მოპარვისთვის

Credit Suisse Group AG-ში თაღლითობის ყველაზე დიდი მსხვერპლი ბიძინა ივანიშვილი უჩივის სინგაპურში ბანკის ერთ–ერთ თანამშრომელს მინიმუმ 300 მილიონ დოლარის მოპარვისთვის, რაც ახალ ფრონტს ხსნის გრძელვადიან კამათში, – ამის შესახებ გამოცემა „ბლუმბერგი“ წერს.

„ბლუმბერგის“ სტატიის თანახმად, სარჩელში ნათქვამია, რომ Credit Suisse-ის თანამშრომელმა „ვერ შეძლო კეთილსინდისიერად მოქმედება და ბენეფიციარების საუკეთესო ინტერესების დაცვა“, კერძოდ კი, ივანიშვილისა და მისი ოჯახის, რადგან ყურადღებით არ მიუდგა იმ საკითხს თუ როგორ იმართებოდა მათი ინვესტიციები.

„სინგაპურის უმაღლესმა სასამართლომ სარჩელი ამ თვის დასაწყისში განიხილა და დაადგინა, რომ საქმესთან დაკავშირებით იურისდიქცია ქალაქ-სახელმწიფოს აქვს. Credit Suisse შეეცადა, სასამართლო ბრძოლა პატრიცე ლესკოდრონით, ჟენევაში ბანკის ყოფილი ქონების მენეჯერით შეეზღუდა, სადაც იგი 2018 წელს გაასამართლეს. ლესკოდრონს მიესაჯა პატიმრობა ხელმოწერების გაყალბებისა და ყალბი ვაჭრობისთვის, კლიენტების, მათ შორის ივანიშვილის ზარალის დასაფარად.

მაგრამ ივანიშვილსა და ლესკოდრონის აღმოსავლეთ ევროპის სხვა მსხვერპლებს არასოდეს დაუშვიათ, რომ ლესკოდრონს შეეძლო, დაემალა თავისი თაღლითობა თითქმის ერთი ათეული წლის განმავლობაში ბანკის შიგნით დახმარების გარეშე. ივანიშვილს, ქართველ მილიარდერს, რომელმაც ქონება საბანკო საქმისა და ელექტრონიკის საშუალებით დააგროვა, აქვს ბრძოლის გასაგრძელებლად, როგორც საშუალება, ისე მასშტაბი მთელს მსოფლიოში იმის გათვალისწინებით, რომ მას ჰქონდა ინვესტიციები Credit Suisse-თან ისევე, როგორც ახალ ზელანდიასა და ბერმუდას.

სამართალწარმოების პროცესში, ადვოკატები ასახელებენ თანამშრომლის ჩანაწერებს, რომლებიც აჩვენებს Meadowsweet ფონდს, რომელშიც 307 მილიონი დოლარია დაფიქსირებული 2014 წლის ბოლოს, მაგრამ სულ რაღაც სამი თვის შემდეგ, ბანკის მიერ მოწოდებული მონაცემებით, 439 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი. თანამშრომელი „უნდა მიმხვდარიყო, რომ ჩვენება არასწორი იყო“, თქვა მისმა ადვოკატებმა სამართალწარმოების პროცესში. თუ თანამშრომელი „გააფრთხილებდა მოსარჩელეებს ფონდის ნამდვილ ინვესტიციურ მდგომარეობასთან და/ან ბანკის არასწორ ქმედებებთან დაკავშირებით, მოსარჩელეები მიიღებდნენ ზომებს ამგვარი ზარალის თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად“, – აცხადებენ ივანიშვილის ადვოკატები.

ლესკოდრონის თაღლითობის აღმოჩენა მხოლოდ 2015 წლის სექტემბერში გახდა შესაძლებელი, როდესაც Raptor Pharmaceuticals Inc–ის წილები დაეცა. ფრანგმა კი, ივანიშვილის ხარჯზე უზარმაზარი პოზიცია ჩამოაყალიბა საფონდო ბირჟაზე მისი ინფორმირების გარეშე. საფონდო ბირჟაზე ფასის ვარდნამ აიძულა ივანიშვილი, მიეღო მილიონობით დოლარი რისკის ზღვარზე და ლესკოდრონს კი ეღიარებინა დანაშული ოთხი დღის შემდეგ.

Credit Suisse-მა განაცხადა, რომ სინგაპურის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ თვეში „მხოლოდ იურისდიქციის საკითხს ეხება“. ციურიხის ბაზაზე არსებული Credit Suisse-ის შვილობილი სადაზღვეო კომპანია, „აქტიურ ოპონირებას და თავისი მტკიცებების დაცვას აპირებს“. ივანიშვილმა სინგაპურში საჩივრის შეტანის უფლება მას შემდეგ მოიპოვა, რაც ქალაქის უზენაესმა სასამართლომ უარყო Credit Suisse-ის არგუმენტები, რომ ძნელი იქნებოდა შვეიცარიის საბანკო საიდუმლოებით დაცული მოწმისა და საბანკო დოკუმენტების მოპოვება. „მტკიცებულებათა ხელმისაწვდომობა მხოლოდ სუსტი წერტილია შვეიცარიის სათანადო ფორუმად ყოფნის სასარგებლოდ“, – განაცხადეს მოსამართლეებმა თავიანთ განჩინებაში.

„ეჭვგარეშეა, რომ სინგაპურის სასამართლოები ყველაზე კომპეტენტური არიან სინგაპურის სადაზღვეო კანონის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებაში“. ახალი სარჩელში ყურადღება მახვილდება სინგაპურის დაზღვევაზე შვეიცარიის ბანკის ნაცვლად, რამაც ხელი შეუწყო იურისდიქციის დამტკიცებას ქართველი ბიზნესმენის სარჩელისთვის“, – აღნიშნულია „ბლუმბერგის“ სტატიაში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ივანიშვილი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, 300 მილიონ დოლარზე მეტ ზარალს უჩივის, რომლის ზუსტი ოდენობა ჯერ კვლავ დასადგენია, როგორც მისი სპიკერი აცხადებს. ზიანი გაუტოლდება სხვაობას სადაზღვეო ფონდის რეალურ ღირებულებასა და იმ ღირებულებას შორის, რომლისთვისაც ფონდს უნდა მიეღწია მოვალეობის დარღვევას რომ არ ჰქონოდა ადგილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად