A1 ბანერი

Bloomberg: ჩრდილოეთ კორეა საიდუმლოდ აგრძელებს ბირთვული და სარაკეტო პროგრამების განვითარებას

კიმ ჩენ ინის განცხადებების საპირისპიროდ, ჩრდილოეთ კორეა საიდუმლოდ აგრძელებს ბირთვული და სარაკეტო პროგრამების განვითარებას, – ამის შესახებ Bloomberg-ი სპეციალიზირებულ ექსპერტებზე დაყრდნობით წერს.

როგორც Bloomberg-ი წერს, თანამგზავრის მიერ გამოგზავნილი მონაცემები და ამერიკის დაზვერვიდან გაჟონილი ინფორმაციები ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ ჩრდილოეთ კორეა, პროგრამების შეწყვეტის შესახებ გაკეთებული განცხადებების შემდეგ კვლავ აგრძელებს ბირთვულ და სარაკეტო პროგრამების განხორციელებას, უფრო მეტიც ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა უკვე მიიღო საკმარისი მასალა კიდევ დაახლოებით 6 ბირთვული იარაღის დამზადებისთვის.

“არ არსებობს იმის ნიშნები, რომ მათი ბირთვული თუ სარაკეტო გამოცდები შენელებული, ან შეწყვეტილია. ამის ნაცვლად ისინი ახალ სტადიაზე გადავიდნენ”, – განაცხადა მელისა ხანხამმა, ექსპერტმა იარაღის გავრცელების საკითხებში.

გაზაფხულზე კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ დროებით შეაჩერებდა სარაკეტო და ბირთვულ გამოცდებს, შემდეგ კი ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ ქვეყანაში არსებული ერთადერთი ბირთვული პოლიგონი ააფეთქეს და განაცხადეს, რომ იქ ბირთვული გამოცდების განახლება შეუძლებელია.

ივნისში, სწორედ ამ დაპირებების საფუძველზე, სინგაპურში ჩრდილოეთ კორეისა და აშშ-ის ლიდერებს შორის ისტორიული მოლაპარაკებები შედგა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას კორეის დენუკლეარიზაციის შესახებ.

ამ ეტაპზე მხარეები მეორე სამიტის ჩატარებას ათანხმებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...