Bloomberg: აშშ-ს სანქციების მიუხედავად, ვენესუელამ ოქრო გაყიდა

გასულ კვირას, აშშ-ს ამჟამინდელი სანქციების მიუხედავად, კარაკასმა 40 მილიონი დოლარის ღირებულების ოქრო გაყიდა. ინფორმაციას Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ვენესუელის ცენტრალურმა ბანკმა დაახლოებით ტონა ოქრო 12 ივლისს გაყიდა. ამავე დროს, სააგენტო აღნიშნავს, რომ აპრილის დასაწყისში ვენესუელამ 24 ტონა ოქრო გაყიდა. ქვეყნის მთლიანმა ოქროს რეზერვებმა 8.1 მილიარდი დოლარი შეადგინა.

აშშ-ის სანქციების გამო, ნიკოლას მადუროს მთავრობა გლობალურ საფინანსო ბაზრებზე გათიშულია, არაბთა გაერთიანებული საემიროები და თურქეთი კი კარაკასიდან ძვირფას ლითონს იძენენ.
ვენესუელაში ეკონომიკური კრიზისი მას შემდეგ გართულდა, რაც ნიკოლას მადუროსა და ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს ხუან გუაიდოს შორის პოლიტიკური დაპირისპირება გამწვავდა. მან 23 იანვარს თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ვენესუელას წინააღმდეგ არსებული სანქციები, რომელიც საზღვარგარეთ სავალუტო რეზერვების ოპერაციების დაბლოკვას ითვალისწინებს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2018 წლის 1 ნოემბერს დააწესა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...