Bloomberg: აშშ-მა სირიაზე თავდასხმისათვის F-15 გამანადგურებლები გამოიყენა

Bloomberg-ის ოფიციალური წყაროს თანახმად, დარტყმა შეეხო იმ რამდენიმე შენობას, რომლებსაც, ამერიკული მხარის აზრით, შეიარაღებული ფორმირებების წევრების ერაყში გადასაყვანად იყენებდნენ.

პენტაგონმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მითითებით დაიწყო “საჰაერო თავდასხმები იმ ინფრასტრუქტურებზე, რომლებსაც პრო-ირანული შეიარაღებული ჯგუფები აღმოსავლეთ სირიაში იყენებენ”. სამინისტრომ განმარტა, რომ ”დარტყმები იყო პასუხი იმ ბოლოდროინდელი თავდასხმებისა, რომლებსაც ერაყში შეერთებული შტატების წარმომადგენლებისა და კოალიციის წინააღმდეგ ახორციელებდნენ”. პენტაგონის თანახმად, ”დარტყმებმა გაანადგურა საგუშაგოებზე განლაგებული რამდენიმე ობიექტი. ამ ობიექტებს მრავალი პროირანული დაჯგუფება, მათ შორის “კატაიბ ჰეზბოლა” და “კატაიბ საიიდ ალ-შუჰადი” იყენებდა”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...