Bloomberg: აშშ-ის ხელისუფლება, ჰაკერებთან საბრძოლველად, კრიპტოვალუტის ოპერაციებს თვალყურს ადევნებს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მიზნად ისახავს გააძლიეროს კონტროლი კრიპტოვალუტის ტრანსაქციებზე, რათა აღკვეთოს ჰაკერების ქმედებები ransomware ვირუსების გამოყენებით. ამის შესახებ Bloomberg–მა განაცხადა.

როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, თეთრმა სახლმა შექმნა სპეციალური კომისია, რომელიც უნდა გაუმკლავდეს ransomware ვირუსების გამოყენებით ჰაკერების მოქმედებების აღკვეთას. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწის მოადგილემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ენ ნიბერგერმა ინფორმაცია მიაწოდა აშშ-ის კონგრესის წევრებს ვიდეო კონფერენციის ბრიფინგზე. იგი ზედამხედველობს კიბერ უსაფრთხოების საკითხებს.

ნიბერგერმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები აპირებს მოკავშირეებთან ურთიერთობას, რათა სხვა ქვეყნები დაარწმუნოს “რომ ჰაკერები არ შეიფარონ თავიანთ ტერიტორიაზე”. მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ამჟამად არ არსებობს კიბერ უსაფრთხოების სტანდარტები ამერიკული ბიზნესისთვის. მისი თქმით, კონგრესმა უნდა დაიწყოს ამ წესების შემუშავება.

კომენტარები
იტვირთება...