Bloomberg: 2018 წელს, ჩინური კომპანიების კაპიტალიზაცია რეკორდული მაჩვენებლით დაეცა

ჩინური კომპანიების კაპიტალიზაციის ვარდნამ 2018 წელს 2,4 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2002 წლიდან მოყოლებული რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია. ამის შესახებ Bloomberg წერს.

შანხაის საფონდო ბირჟის ინდექსი SSE Composite თითქმის ერთი/მეოთხედით დაეცა.

28დეკემბრის მონაცემების მიხედვით, ინდექსმა 2,493.39 შეადგინა, ხოლო ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 3,296.38 იყო. როგორ სააგენტო აღნიშნავს, ბაზარზე ფასიანი ქაღალდების ვარდნა გაცილებით დიდია, ვიდრე ეს 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს იყო.

გარდა ამისა, ჩინეთმა გასულ წელს, პლანეტის საფონდო ბირჟის ლიდერობა იაპონიას დაუთმო.
ნოემბრის დასაწყისში კი, Reuters-ი წერდა, რომ ჩინეთის სავალუტო რეზერვები, აშშ-სთან სავაჭრო ომის ფონზე 18 თვის მინიმალურ მაჩვენებლამდე დაეცა და 3,035 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად