ბლინკენი: ტერორიზმის საშიშროებამ ავღანეთიდან სხვა ადგილებში გადაინაცვლა-აშშ მსოფლიო დღის წესრიგის სხვა საკითხებზე უნდა კონცენტრირდეს

შეერთებულმა შტატებმა ყურადღება ავღანეთიდან ჩინეთთან ურთიერთობის თემებსა და მსოფლიო დღის წესრიგის სხვა საკითხებზე უნდა გადაიტანოს, – ეს მოსაზრება კვირას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ABC-სთან მიცემულ ინტერვიუში გამოხატა.

”ტერორიზმის საშიშროებამ ავღანეთიდან სხვა ადგილებში გადაინაცვლა. ჩვენს დღის წესრიგში გვაქვს სხვა ძალიან მნიშვნელოვანი თემები, მათ შორის ჩინეთთან ურთიერთობა, ბევრ საკითხზეა სამუშაო – კლიმატის ცვლილებიდან COVID19-მდე. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ენერგიის ფოკუსირება და რესურსები ამისკენ მივმართოთ”, – თქვა მან.

ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ თალიბების რადიკალური მოძრაობა ამჟამად საერთოდ არ არის დაინტერესებული ავღანეთში სამოქალაქო ომის განახლებით. ”თალიბანიდან დაწყებული არავინ არის დაინტერესებული სამოქალაქო ომში დაბრუნებით, რადგან ვფიქრობ, რომ ყველა აცნობიერებს, რომ ამ კონფლიქტის მოგვარება სამხედრო გზით ვერ ხერხდება”, – თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და დასძინა, რომ თუ თალიბები კვლავ დაბრუნდებიან ასეთ საქმიანობაში , მაშინ ისინი “ჩაერთვებიან იმ ხანგრძლივ ომში, რომელიც მათ ინტერესებში არ შედის”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...