ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის კატეგორიული წინააღმდეგია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჰაიკო მაასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია მტკიცედ ეწინააღმდეგება “Nord Stream 2”-ის გაზსადენის მშენებლობას. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის განცხადებაში.

“სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება “Nord Stream 2″ გაზსადენს. სახელმწიფო მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვეს ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მნიშვნელობას რუსეთის, ჩინეთისა და ირანის დესტაბილიზაციის მიმართულებით”, – ნათქვამია ტექსტში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...