ბლინკენი: არაბეთის ზღვაში იაპონურ ტანკერზე თავდასხმის უკან ირანი დგას

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ვაშინგტონი პარტნიორებთან კონსულტაციებს აწარმოებს და საპასუხო ზომებს მალე მიიღებს.

მისი თქმით, მსგავსი ქმედება საზღვაო გზაზე საფრთხეს უქმნის ნაოსნობის, საერთაშორისო გადაზიდვებისა და კომერციის თავისუფლებას, ასევე გემებზე მყოფთა სიცოცხლეს.

თავის მხრივ, ირანის ხელისუფლება ტანკერზე თავდასხმის ბრალდებებს უარყოფს.

კომენტარები
იტვირთება...