Black Sea Arena-ს სცენაზე პირველ ქართულ კონცერტს “ერისიონი” გამართავს

პროექტი, რომელმაც ევროპელი და ამერიკელი მაყურებელი გააოცა, საქართველოში პირველად დაიდგმება – 13 აგვისტოს Black Sea Arena-ს სცენაზე ერისიონის ლეგენდარული შოუ-კონცერტი გაიმართება,- ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ცნობით, უპრეცედენტოდ მასშტაბური ქართული შოუ "ქართული საგანძურის" პროექტის ფარგლებში Black Sea Arena-ს სცენისთვის მომზადდა.

საკონცერტო დარბაზში პირველად გაიმართება ქართული კონცერტი

როგორც გამგეობიდან იუწყებიან, ბილეთების ფასი 7 ლარიდან იწყება. მათი შეძენა შესაძლებელია ონლაინ საიტზე tkt.ge და ასევე Black Sea Arena-ს და TKT.GE სალაროებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...