Black Sea Arena-ს დარბაზში ვანესა მეის კონცერტს 9000-მდე მსმენელი ესწრებოდა

Black Sea Arena-ს სცენაზე, ბრიტანელმა ვირტუოზმა მევიოლინემ და კომპოზიტორმა, ვანესა მეიმა  დაასრულა კონცერტი, რომელიც დაახლოებით  საათნახევარს გაგრძელდა. 

ვანესა მეი მსმენელს გურიაში ქართულად მიესალმა და სცენიდან სიტყვით "მოხარული ვარ, რომ აქ ვარ"  მიმართა.

ბრიტანელ მევიოლინესთან ერთად, საქართველოში კამერული ორკესტრი და ბენდი იმყოფებოდა. კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარად. 

Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზში კონცერტს 9 000-მდე მსმენელი ესწრებოდა.

ვანესა მეის მსმენელებს შორის იყო  საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად. ასევე, მთავრობის წევრები. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად