ბიზნესომბუდსმენი: თუ მოგვმართავს კომპანია “ღვინის ქარხანა#1-ის” საქმეს ჩვენი იურისტი დაესწრება

ჩვენს იურისტს შეუძლია ნახოს საქმის მსვლელობის არსი და განხილვის პროცესი.“,-ამის შესახებ, ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ „აიპრესსთან “„ღვინის ქარხანა#1-ის“ საქმეზე საუბრისას განაცხადა.

ბიზნესომბუდსმენი “ღვისნის ქარხანა#1-ის“ ადვოკატის, არჩილ თაბაგარის მოთხოვნას გამოეხმაურა, სადაც ის ითხოვს მეტი გამჭირვალობისთვის ბიზნესომბუდსმენმა სასამართლო სხდომაზე მათი წარმომადგენელი გამოგზავნოს.

ირაკლი ლექვინაძის თქმით, თუ იქნება მოთხოვნა კომპანიის მხრიდან, სასამართლო სხდომას იურისტი დაესწრება, რომელიც საქმის მსვლელობისა და განხილვის პროცესს დააკვირდება.

„ეს არის კერძო პარტნიორული დავა ამიტომ, ჩვენ რაიმე სასამართლოს მეგობრის ფუნქციის გამოყენება არ შეგვიძლია. თუმცა, დასწრება ჩვენი იურისტის შესაძლებელია. იყო მსგავსი შემთხვევა. იურისტს შეუძლია ნახოს საქმის  მსვლელობის არსი და განხილვის პროცესი. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ჩემი კომპეტენციიდან გამომდინარე მე  ჩართულობა კერძო პარტნიორულ დავაზე შეზღუდული მაქვს.

ის რომ ჩვენი იურისტი პროცესს დაესწროს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. კომპანიას შეუძლია მოგვმართოს. ეს რომ იყოს დავა, რომელიმე სახელწიფო უწყების წინააღმდეგ, მაშინ ჩვენი კანონმდებლობა უშვებს იმას რომ ჩვენ ვიყოთ სასამართლოს მეგობრის ფუნქციით წარმოდგენილი. ეს არის კერძო დავა ბიზნესპარტნიორებს შორის.დასწრება შეგვიძლია თუ დაგვიკავშირდებიან კომპანიიდან“,-ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

შეგახსენებთ:  „ღვინის ქარხანა #1-ის“  საქმეზე სასამართლო დავა 2015 წლიდან დაიწყო. ქონების უკან დაბრუნებას ის ხალხი ითხოვდა, ვინც ტერიტორიას 2004 წლამდე ფლობდა და დაკარგა, ამის შემდეგ ღვინის უძველესმა ქარხანამ ათამდე მესაკუთრე გამოიცვალა.

თბილისში, პეტრიაშვილის ქ. #1-ში მდებარე ღვინის ქარხნის ისტორიული შენობა დღევანდელმა მესაკუთრეებმა საქართველოში მოქმედი ორი ყველაზე მსხვილი კომერციული ბანკისაგან გამოისყიდეს.

2014 წლის დეკემბერში ღვინის ქარხნის შემძენების – შპს “არტ ღვინოს” – მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო სამოქალაქო დავა. მოსარჩელე – სააქციო საზოგადოება “სავანე ღვინის #1 ქარხანა”. მისი წარმომადგენლად აღნიშნულ დავაში საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ჩაერთო.

„ღვინის ქარხანა #1-ის“ მესაკუთრეების მიერ ორ ინსტანციაში მოგებული სასამართლო პროცესების შემდეგ საქმე კვლავ დაბრუნდა სააპელაციო სასამართლოში, დავაში წლები გადის და ამ დროისთვის საქართველოს პირველი ღვინის ქარხანა დაყადაღებულია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად