ბიზნესომბუდსმენი “თიბისი”-ს საქმეზე: იმედია, საგამოძიებო პროცესი იქნება ობიექტური

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე იმედ გამოთქვამს, რომ “თიბისი” ბანკის საქმეზე საგამოძიებო პროცესი ობიექტურად და გამჭვირვალეს წარიმართება.

ირაკლი ლექვინაძე მზად არის, “თიბისი” ბანკთან კონსულტაციები გაიაროს.

“ერთის მხრივ გამოძიებას უნდა ჰქონდეს საშუალება, თუ რაიმე კითხვა აქვს, დასვას. ასვე, ბანკის მფლობელები მზად არიან გასცენ პასუხი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საგამოძიებო პროცესი იქნება ობიექტური და გამჭვირვალე.

მზად ვართ დღეიდან, ნებისმიერ საკითხზე, ნებისმიერ დროს ბანკთან გავიაროთ კონსულტაციები, თუ ბანკი მიიჩნევს, რომ რომელიმე უწყება გარკვეულწილად უფლებამოსილებას აჭარბებს მათთან დამოკიდებულებაში, ჩვენ მზად ვართ, ეს საკითხები გავიზიაროთ და გვქონდეს ამ საკითხზე ჩვენი პოზიცია”, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...