ბიზნესომბუდსმენი FDI-ს ზრდაზე: რეინვესტირების ციფრები ადასტურებს, რომ ბიზნესი ენდობა ქვეყნის საინვესტიციო კლიმატს

ეს ციფრები არის მესიჯი და დადასტურება ბიზნესის მხრიდან იმისა, რომ ბიზნესი ენდობა ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო კლიმატს – ასე აფასებს საქართველოს ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი 2019 წლის მე-3 კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 13%,7-იან ზრდას.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის მესამე კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში FDI-იმ 417.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 13.7 პროცენტით მეტია.

„2019 წლის მე-3 კვარტალში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 13%,7-ით გაიზარდა. გაზრდილი FDI-ს უდიდესი წილი მოდის რეინვესტირებაზე და ნაწილდება ორ ძირითად სექტორზე, ესენია – საფინანსო სექტორი და მშენებლობა. ვფიქრობ, რომ ეს ციფრები არის მესიჯი და დადასტურება ბიზნესის მხრიდან იმისა, რომ ბიზნესი ენდობა ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო კლიმატს.“- განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

მიხეილ დაუშვილი ინვესტიციების 9 თვეში ჯამურად შემცირების მიზეზებსაც განმარტავს და ამბობს, რომ ეს ნავთობის სექტორში მსხვილი საინვესტიციო პროექტების დასრულებით არის გამოწვეული.

„რაც შეეხება 9 თვის ჯამურ მონაცემს, კლება ძირითადად წლის პირველ და მეორე კვარტალში FDI-ს შემცირებას უკავშირდება, რაც გამოწვეულია ნავთობის სექტორში მსხვილი საინვესტიციო პროექტების დასრულებით.“- განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად