ბიზნესომბუდსმენი: აჭარაში ბიზნესი ყველაზე ხშირად სამშენებლო პროექტებსა და ბიუროკრატიული პროცედურებით გამოწვეულ პრობლემებზე სვამს საკითხებს

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან გიორგი ბუბუტეიშვილთან და USAID-ის პროექტის “მმართველობა განვითარებისთვის” კომპონენტის ხელმძღვანელთან მაია ერისთავთან ერთად, ბათუმში საშუალო და მცირე ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.

შეხვედრაზე ბიზნესომბუდსმენის საქმიანობა და საგადასახადო სისტემა მიმოიხილეს. ბიზნესმენებს საშუალება მიეცათ ბიზნესომბუდსმენისა და შემოსავლების სამსახურის მიერ რეგიონში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშები მოესმინათ.

“ჩვენ დავიწყეთ მორიგი რეგიონული შეხვედრები ადგილობრივ ბიზენსთან და პირველი შეხვედრა შედგა ბათუმში. შემდეგი შეხვედრები დაგეგმილი გვაქვს ზუგდიდსა და ქუთაისში. რეიგონულ შეხვედრები იმართება USAID-ის პროექტის “მმართველობა განვითარებისთვის” (G4G) მხარდაჭერით.

შეხვედრებზე ბიზნესი სვამს ადმინისტრაციულ ორგანოებთან მიმართებაში მათთვის პრობლემურ საკითხებს და ჩვენ ვაცნობთ იმ მექანიზმებს, რითიც შეგვიძლია საჭიროების შემთხვევაში საკითხის გადაწყვეტაში მათი მხარდაჭერა. აჭარაში სექტემბრიდან მუშაობს ბიზნესომბუდსმენის სპეციალური წარმომადგენელი და ამ პერიოდში უკვე 30მა მეწარმემ მიმართა დახმარებისთვის.

აჭარაში ბიზნესის მხრიდან დასმულ თემებს შორის ყველაზე ხშირია სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებული საკითხები, ბიუროკრატიული პროცედურებით გამოწვეული პრობლემები, ნებართვებთან და საგადასახადო დაბეგვრასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც საჭიროებს დროში სწრაფად გადაწყვეტილების მიღებას. ჩვენ ჩართული ვართ მედიაციაში, როგორც ადგილობრივ ისე ცენტრალურ მთავრობასთან. თბილისის შემდეგ ბიზნეს აქტივობის მიხედვით ყველაზე აქტიური რეიგონია აჭარა და ბიზნესომბუდსმენის ოფისში მთელი მომართვიანობის 15% სწორედ ამ რეგიონზე მოდის.” – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

შეხვედრაზე გაკეთდა პრეზენტაციები ბიზნესომბუდსმენის პორტალის, ზოგადი საგადასახადო პოლიტიკისა და შემოსავლების სამსახურის სერვისებით სარგებლობის, გადასახადებისა და სახელმწიფო სერვისების დაფინანსების ალტერნატიული გზებისა და საგადასახადო კანონმდებლობაში 2018 წლის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ.

მსგავსი სიახლეები

“Geo Estate” ინოვაციური სტარტაპ კომპანია საქართველოში

“Geo Estate” თანამშრომლობს საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციებთან, აგრეთვე დამყარებული აქვს პარტნიორული ურთიერთობა…

2018 წლის III კვარტალში, საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1186,7 ლარია

2018 წლის III კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1186,7 ლარს გაუტოლდა.

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა III კვარტალში 17,3%-ით გაიზარდა

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2018 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17,3 პროცენტით…

CSR ჯილდო 2019 – ბიზნეს კომპანიებისთვის აპლიკაციების მიღება დაიწყო

CSR კლუბი და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს - "ბიზნესი მდგრადი…

ბიზნესომბუდსმენი: 6,7%-იან ზრდაში ბიზნესის აქტივობის წილი დიდია

"აქსტატის" წინასწარი შეფასებით 2018 წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა…

ქობულია: გვინდა, რომ საქართველოში იყოს რაც შეიძლება მეტი ტექნოლოგიური, ინოვაციური…

ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის…

ლექვინაძე: ჭარბვალიანობის მოგვარება ბევრ ადამიანს მისცემს საშუალებას გახდნენ…

ბიზნესომბუდმსენი ირაკლი ლექვინაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება პრემიერის განცხადებას "შავს სიებთან" დაკავშირებით და…

ქოქოლაძე: “ნაცმოძრაობა” რომ ყოფილიყო, დღეს მინიმუმ 200 %-იანი დევალვაცია…

ასე შეაფასა ბიზნესმენმა ანზრო ქოქოლაძე, საქართველოშ დღეს არსებული ეკონომკური მდგომარეობა.

ანზორ ქოქოლაძე: “ნაცმოძრაობის” დროს 10 000-მდე ბიზნესმენი იჯდა ციხეში,…

ამის შესახებ ბიზნესმენმა ანზორ ქოქოქლაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

თბილისში ესტონეთი-საქართველოს ბიზნეს-კონფერენცია გაიმართა

თბილისში, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართა ბიზნეს-კონფერენცია: "ესტონეთი-ინოვაციური პლატფორმა საერთაშორისო…
კომენტარები
იტვირთება...