ბიზნესმენი მანანა მიქავა ზუგდიდის მერიას მის წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონო ქმედებაში ადანაშაულებს

ბიზნესმენი მანანა მიქავა ზუგდიდის მერიას მის წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონო ქმედებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ იმ ფონზე როცა დავა საკონსტიტუციო სასამართლოში გრძელდება, ბიზნესმის თქმით, ზუგდიდის მერია უახლოეს დღეებში აპირებს ტერიტორიის შემოღობვას.

საქმე ეხება მდინარე ჩხოუშის ნაპირთან მდებარე 9 ათას კვადრატულ მეტრ ფართობს, რომელიც მანანა მიქავას წინა ხელისუფლების დროს იჯარით 150 000 დოლარად გადაეცა. მას 4 მილიონიანი ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, თუმცა ვალდებულებები გარკვეული მიზეზების გამო ვერ განახორციელა და ხელშეკრულება გაუუქმეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიქავამ გაასაჩივრა, რის შემდეგაც ორივე ინსტანციის სასამართლომ, ბიზნესმენის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და საკრებულოს დაავალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა. მოგვიანებით, მერიამ მას ორთვიანი ვადა მისცა, თუმცა ბიზნესმენმა ვალდებულებები ისევ ვერ შეასრულა.

საბოლოოდ, აღნიშნული ტერიტორია ზუგდიდის მერიის ბალანსზე დარჩა.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, მიწა არის მუნიციპალიტეტის საკუთრება და შესაბამისად ზუგდიდის მერია აღნიშნულ ტერიტორიას თავისი შეხედულების შესაბამისად გამოიყენებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად