ბიზნესმენი დავით ხიდაშელი მთავარ პროკურატურაში კიდევ გამოიკითხა

დავით გარეჯთან დაკავშირებით ბიზნესმენი დავით ხიდაშელი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დღეს კიდევ ერთხელ გამოკითხეს.

ამის შესახებ “აიპრესს” გენერალურ პროკურატურაში დაუდადტურეს.

დავით ხიდაშელმა გამოძიების კითხვებს გარკვეული პერიოდის წინაც უპასუხა.

შეგახსენებთ: დავით ხიდაშელმა გადასცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ის რუკა, რომლითაც გამოძიების ინფორმაციით, 2006-2007 წლებში დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის წევრებს უნდა ეხელმძღვანელათ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად