ბიზნესმენი დავით ხიდაშელი მთავარ პროკურატურაში ხელმეორედ გამოიკითხება

ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელმაც ქართულ მხარეს დავით გარეჯთან დაკავშირებული რუკები გადასცა, პროკურატურაში დამატებით გამოიკითხება.

ამ დროისთვის უცნობია, როდის მოუწევს დავით ხიდაშელს მთავარ პროკურატურაში მისვლა.

ბიზნესმენი საგამოძიებო ორგანოში ექსკლუზიურად “რუსთავი 2”-ის ეთერში გაკეთებული განცხადებების გამო არის დაბარებული, სადაც მან  რუკების მოძიების პროცესი დეტალურად მოყვა.

მისი თქმით, საბჭოთა კავშირის დროს გამოშვებულ ამერიკულ რუკაში, რომელიც მანამდე არსებულისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება – მკაფიოდ არის ნაჩვენები, რომ საზღვარი საქართველო-აზერბაიჯანს შორის მთა უდაბნოსთან გადის.

14 ოქტომბერს საჯარო გახდა დოკუმენტების და რუკების ნუსხა, რომელიც ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა დავით გარეჯის საქმეზე საქართველოს გადმოსცა:

დოკუმენტები:
1. 1920 წლის 12 ივნისის ქ. აღსტაფის ხელშეკრულება – 11 ფურცელი.
2. 1938 წლის 21 თებერვლის ს. გოგლიძის წერილი – 1 ფურცელი.
3. 1938 წლის 5-7 მარტის პროტოკოლი – 6 ფურცელი.
4. 1945 წლის და 1965 წლის წერილები – 7 ფურცელი.
5. 1996 წლის 13 ივნისის პროტოკოლი – 2 ფურცელი.
6. 2006 წლის 16 ივლისის პროტოკოლი – 12 ფურცელი.
7. 2006 წლის 4 აგვისტოს პროტოკოლი – 10 ფურცელი.
8. 2006 წლის 14 ოქტომბრის პროტოკოლი – 2 ფურცელი.
9. 2007 წლის 30 მაისი, ინტერვიუ – 1 ფურცელი.
10. 2011 წლის 4 მარტი, Демаркация Завершена – 2 ფურცელი.
11. 2019 წლის 23 აგვისტოს პროტოკოლი – 2 ფურცელი.

რუკები:
1. 5 ვერსიანი რუკა, ფრაგმენტი, 1905 წ. – 1 ფურცელი.
2. 5 ვერსიანი რუკა, E7, 1921-1922 წწ. – 1 ფურცელი.
3. 10 ვერსიანი საქართველოს რესპუბლიკის რუკა, ფრაგმენტი, 1925 წ. – 1 ფურცელი.
4. 1 : 200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა, K-38-XXII, შსსკ, 1937 წ. – 1 ფურცელი.
5. 1 : 200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა, საარქივო დამოწმებული ეგზემპლარის ასლი.
K-38-XXII, შსსკ, 1937 წ. – 1 ფურცელი.
6. 1 : 500 000 მასშტაბის ამიერკავკასიის ადმინისტრაციული რუკა, სომხეთიდან გადმოცემული ხელმოწერილი ასლი, 1938 წ. – 1 ფურცელი.
7. 1 : 500 000 მასშტაბის საქართველოს ადმინისტრაციული რუკა, 1938 წ. – 1 ფურცელი.
8. 1 : 500 000 მასშტაბის საქართველოს ადმინისტრაციული რუკა, 1939 წ. – 1 ფურცელი.
9. 1 : 500 000 მასშტაბის აზერბაიჯანის ფიზიკური რუკა, 1939 წ. – 1 ფურცელი.
10. 1 : 200 000 მასშტაბის რუკა, გერმანიის არმიის გამოცემა, 1941 წ. – 1 ფურცელი.
11. 1 : 250 000 მასშტაბის რუკა, TBILISI, NK 38-8, აშშ-ის არმიის გამოცემა, 1954 წ. – 1 ფურცელი.

12. 1 : 250 000 მასშტაბის ნავიგაციური რუკა, TBILISI, აშშ-ის არმიის გამოცემა, 1978 წ. – 1 ფურცელი.
13. 1 : 100 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკები, 1945 წელს ხელმოწერილი საქართველოსა და აზერბაიჯანის გეოდეზიური სამსახურების მიერ – 9 ფურცელი.
14. 1 : 100 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკები, 1963 წელს ხელმოწერილი ზ. კვაჭაძის მიერ – 9 ფურცელი.

15. 1 : 50 000 მასშტაბის რუკების ალბომი, 1996 წ. – 24 ფურცელი.
16. 1 : 50 000 მასშტაბის რუკების ალბომი, 2006 წ. – 24 ფურცელი.
17. საქართველო ძვ. წ. I ათასწლეულის II ნახევარში, საქართველოს სსრ ატლასი, 1964 წ. – 1 ფურცელი.
18. საქართველო I-IV საუკუნეებში, საქართველოს სსრ ატლასი, 1964 წ. – 1 ფურცელი.
19. საქართველოს არქეოლოგიური ძეგლების რუკა, საქართველოს სსრ ატლასი, 1964 წ. – 1 ფურცელი.
20. საქართველოს არქიტექტურული ძეგლების რუკა, საქართველოს სსრ ატლასი, 1964 წ. – 1 ფურცელი.
21. აზერბაიჯანის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლების რუკა, აზერბაიჯანის სსრ ატლასი, 1963წ. – 1 ფურცელი.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად