ბიზნეს სექტორში საშუალო თვიური ანაზღაურება 980 ლარს შეადგენს

საქსტატის ცნობით 2014 წლის IV კვარტალში, საშუალო თვიურმა ხელფასმა ბიზნეს სექტორში 980.5 ლარი შეადგინა, მათ შორის ქალების 713.6 ლარი. 

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი  მსხვილ ბიზნესში – 1141.8 ლარია,  საშუალო ბიზნესში – 813.3 ლარი,  მცირე ბიზნესში  570.8 ლარი.

საწარმოთა მთლიანმა დანახარჯებმა პერსონალზე 1545.7 მილიონი ლარი შეადგინა, საწარმოთა ზომის მიხედვით, მსხვილი ბიზნესზე 75.3 პროცენტი მოდის, საშუალო ბიზნესზე – 14.0 პროცენტი,  მცირე ბიზნესზე კი 10.7 პროცენტი.

საქმიანობის სახეების მიხედვით, მთლიან ბრუნვაში ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტის სექტორზე  51.4 პროცენტი მოდის, დამამუშავებელი მრეწველობაზე  13.1 პროცენტი, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორზე  10.9 პროცენტი, მშენებლობაზე  8.8 პროცენტი, ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევაზე 5.1 პროცენტი.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, – ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტის სექტორზე  22.7 პროცენტი მოდის,  დამამუშავებელი მრეწველობაზე – 14.9 პროცენტი, მშენებლობაზე – 11.3 პროცენტი, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარებაზე – 10.8 პროცენტი, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორზე  10.2 პროცენტი.

განსხვავებული ტენდენციაა სქესის მიხედვით დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის საქმიანობის სახეების მიხედვით განაწილებაში: თუმცა დასაქმებულ ქალთა მთლიან რაოდენობაშიც პირველ ადგილზეა ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტის სექტორია.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად