ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა, I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.5%-ით გაიზარდა

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2020 წლის I კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.5 პროცენტით გაიზარდა და 26.0 მილიარდი ლარი შეადგინა.

ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2020 წლის I კვარტალში მისი მოცულობა 10.3 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 8.4 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

2020 წლის I კვარტალში მთლიანი ბრუნვის 60.0 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 16.6 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 23.4 პროცენტი – მცირე ბიზნესზე ნაწილდება.

მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 44.3 პროცენტი, საშუალოზე – 24.4 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 31.3 პროცენტი.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2020 წლის I კვარტალში 15.2 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.7 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 9.5 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.3 პროცენტით
მეტი).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად