ბიწაძე: “ქართული ოცნება” ცინიკური გადაგდების შემდეგ ჯინიანობას აგრძელებს მოსახლეობასთან

ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე, მათი მოთხოვნების შესრულებამდე კვლავ უარს აცხადებს. მოთხოვნები კი პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო სისტემის შეცვლაა.

“ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” მთავარი საბჭოს წევრის ანზორ ბიწაძის განმარტებით, ხელისუფლებასთან ცალკე მოლაპარაკებებს არცერთი პოლიტიკური ძალა არ გამართავს.

“ქართული ოცნება” ამ ცინიკური გადაგდების შემდეგ ჯინიანობას აგრძელებს საკუთარ მოსახლეობასთან. 100/50-ზე ნიშნავს, რომ თუ 10 ადამიანიდან 3 უჭერს მხარს მათ, მაინც უნდათ მართონ ქვეყანა უმრავლესობით და ეს აუცილებლად გამოიწვევს განგრძობად პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც ქვეყანას ძალიან მძიმე ჩიხში შეიყვანს.

რაც შეეხება მოლაპარაკებებს, არანაირ სეპარატიულ მოლაპარაკებაზე არცერთი პოლიტიკური პარტია არ წავა “ქართულ ოცნებასთან”. მათ ოპოზიციამ რამდენიმე გამოსავალი შესთავაზა და უნდა წამოვიდნენ კომპრომისზე, თუკი სურთ, ამ პოლიტიკური კრიზისიდან ქვეყანა გამოვიდეს,” – აღნიშნა ანზორ ბიწაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად