ბიტკოინის ფასი წლიურ რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა და 5500 აშშ დოლარი შეადგინა

15 ნოემბერს ბიტკოინის საშუალო საბაზრო ფასი წლიურ რეკორდულ მინიმუმადე დაეცა და 5500 აშშ დოლარი შეადგინა. კრიპტოვალუტის კაპიტალიზაციამ 95 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მსგავს მაჩვენებელი აქამდე ბოლოს 2017 წლის შემოდგომაზე დაფიქსირდა.

XRP ტოკენი ამ ეტაპზე, უმსხვილესი ბლოკჩეინ-პროექტებს შორის მეორე ადგილს იკავებს და მისი კურსი 0,45 აშშ დოლარია, ხოლო Ethereum – 175 აშშ დოლარი.

უმრავლესობამ აქტივების 10-20% გასული კვირის განმავლობაში დაკარგა, ხოლო ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 180 მილიარდ აშშ დოლარამდე ჩამოვიდა მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გუშინ იგი 210 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.

სპეციალისტები დარწმუნებული არიან, რომ უახლოესი დროის განმავლობაში ბიტკოინი გააგრძელებს გაიაფებას, ხოლო გარკვეულ სიტუაციებში მისი ღირებულება შესაძლოა 3000 აშშ დოლარამდეც კი დაეცეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად