ბიტკოინის კურსმა, გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, 10 000 აშშ დოლარს გადააჭარბა

ბტიკოინის ღირებულებამ, გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, 10 000 აშშ დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

კრიპტოვალუტის მაქსიმალურმა მაჩვენებელმა 10 179 აშშ დოლარს მიაღწია, შემდეგ კი ნელ-ნელა დაშვება დაიწყო.

გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბიტკოინის კურსი, ბოლო თვის განმავლობაში განუწყვეტლივ იზრდება, ხოლო 2020 წლის განმავლობაში, ზრდის საერთო მაჩვენებელმა 40% შეადგინა.

ბიტკოინის კურსმა მაქსიმალურ მაჩვენებელს 2017 წლის დეკემბერში მიაღწია, როდსაც 20 000 აშშ დოლარი დაფიქსირდა. თუმცა, 018 წელს, ამ კრიპტოვალუტის მიმართ ინტერესი ცოტა დაეცა და წლის ბოლოსთვის 1 400 აშშ დოლარამდე დავარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად