ბიტკოინის კურსი 5000 აშშ დოლარს ქვემოთ ჩამოვიდა

სავაჭრო სესიისას ბიტკოინის კურსი 5000 აშშ დოლარზე ქვემოთ დაეცა.

19:30 საათისთვის ბიტკოინის ღირებულებამ 4951 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მოგვიანებით 20:10 საათისთვის ცოტათი გამყარდა და 5087 აშშ დოლარი შეადგინა. მთლიანობაში, ბიტკოინმა 444 აშშ დოლარი დაკარგა.

გასული წლის დეკემბერში, ბიტკოინის კურსი, კრიპტოვალუტების ზოგიერთ ბაზარზე 20 ათას აშშ დოლარს აჭარბებდა.

კომენტარები
იტვირთება...