ბიტკოინის ღირებულებამ წლიურ მინიმუმს მიაღწია

პირველი კრიპტოვალუტის ღირებულებამ წლიურ მინიმუმს მიაღწია, ბოლო თვის განმავლობაში ბიტკოინი 49%-ით გაიაფდა.

დღეის მდგომარეობით, ბიტკოინის ღირებულება 3380 აშშ დოლარამდე დაეცა. ბოლოს კი მსგავსი მაჩვენებელი 2017 წლის 15 სექტემბერს დაფიქსირდა. ამჟამად კრიპტოვალუტა ბირჟაზე 3410 აშშ დოლარად იყიდება. ბოლო თვის განმავლობაში იგი 49%-ით გაიაფდა. აგრეთვე ღირებულების დიდი ნაწილი დაკარგა ზოგადად ფიცრულმა ფულის ბაზარმა, მათი საერთო კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 106 მილიარდ აშშ დოლარამდე დაეცა, თუმცა 2018 წლის იანვარში იგივე მაჩვენებელი 830 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებდა.

კომპანია Ripple-ის ტოკენ XRP-ის ღირებულება 0,30 აშშ დოლარით დაეცა. ამავდროულად, რამდენიმე საათის წინ დაეცა Ethereum-ის ღირებულებაც, რომელმაც 19 თვის მინიმალურ მაჩვენებელს – 83 აშშ დოლარს მიაღწია, შემდეგ კი ისევ აიწია და ამ მომენტისათვის მისი ფასი 87 აშშ დოლარია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად