ბიტკოინის ღირებულებამ 7 000 აშშ დოლარს გადააჭარბა

6 აპრილს, ბიტკოინის საშუალო კურსმა 7 000 აშშ დოლარს გადააჭარბა. გასული 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტა 4%-ით გაძვირდა.

ამ ეტაპზე იგი 7 044 აშშ დოლარი ღირს. მარტის შუა რიცხვებში, აქტივის კურსი 80%-ზე მეტით გაიზარდა. ციფრული ფულის ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია კი დრეს უკვე 197 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.

ყველა ტოპ-40 კრიპტოვალუტა, გარდა სტეიბლკოინისა, ახლა მწვანე ზონაშია. Ethereum განვლილი 24 საათის განმავლობაში 5%-ით გაძვირდა და 150 აშშ დოლარი შეადგინა, XRP – 3%-ით – 0,184 აშშ დოლარამდე. ყველაზე მეტად  Stellar-ის კურსი გაიზარდა – 10%-ით და 0,0457 აშშ დოლარი შეადგინა. ბიტკოინის წილი ბაზარზე კი 65,3%-მდე ჩამოვიდა.

აქამდე, მილიარდერი და Galaxy Digital-ის ხელმძღვანელი მაიკ ნოვოგრაცი პროგნოზირებდა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე, BTC ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევდა, 20 000 აშშ დოლარს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად