ბიტკოინი ორ დღეში 1000 აშშ დოლარით გაიაფდა

ბიტკოინის ღირებულება 9939 აშშ დოლარამდე დაეცა, ბოლო ორ დღეში კრიპტოვალუტა 9%-ით გაიაფდა. ამ ეტაპზე, აქტივის კაპიტალიზაცია 177 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მისი წილი ციფრული ფულის ბაზარზე 65,1%-მდე შემცირდა, როდესაც თვის შუაში ეს მაჩვენებელი 66,6%-ს შეადგენდა.

ალტკოინების უმეტესობა ამ ეტაპზე წითელ ზონაშია – Ethereum-ი 5,5%-ით გაიაფდა და 210 აშშ დოლარი შეადგინა, XRP – 4,6%-ით და 0,311 აშშ დოლარიან მაჩვენებელზეა. 100 ყველაზე მსხვილი კაპიტალიზაციის მქონე კრიპტოვალუტიდან ყველაზე მეტად ტოკენი Tron-ი გაიაფდა – 17,4%-ით. ალტკოინის ღირებულებამ ვარდნა მას მერე დაიწყო, რაც ჯასტინ სანას და უორენ ბაფეტის საქველმოქმედო ლანჩი, Tron Foundation-ის დამფუძნებლის ავადმყოფობის გამო გადაიტანეს.

ტოპ-100 Coinmarketcap-დან მხოლოდ 10 მონეტა გაძვირდა ბოლო 24 საათის განმავლობაში. ყველაზე დიდი ზრდა ამ პერიოდში Crypto.com Chain (CRO)-მ დააფიქსირა, რომლის კურსიც 22,8%-ით გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად