ბიტკოინების ქსელში 1 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ტრანზაქცია დაფიქსირდა

ბიტკოინების ქსელში დაფიქსირდა მსხვილი ტრანზაქცია, რომელიც 94 504 BTC-ს მოიცავს, რაც 1 მილიარდ აშშ დოლარს უდრის. უცნობმა პირმა გადარიცხვის საკომისიოს სახით კი 700 აშშ დოლარი გადაიხადა.

პოსტის ქვემოთ კი, კომენტარებში მაშინვე გამოჩნდა ვერსიები იმის შესახებ, რომ აღნიშნული ტრანზაქციის უკან შესაძლოა Bakkt იდგას. მაგალითად, მათემატიკოსი Musa Shamaev მიიჩნევს, რომ ეს დეპოზიტი Bakkt-ის ელექტრონული საფულისთვის არის. სხვები კი ვარაუდობენ, რომ ეს რაღაცნაირად დაკავშირებულია ახალი პლატფორმის სისტემის დაყენებასთან.

ცნობილია, რომ დღეს, 6 სექტემბერს Bakkt-მა უნდა გახსნას ახალი საცავი მომხმარებლებისთვის, სადაც ისინი თავიანთი კრიპტოვალუტების შენახვასა და დღიური და თვიური ფიუჩერსების ჩაშვებისთვის მომზადებას შეძლებენ.

აგრეთვე არსებობს სხვა ვერსიები აღნიშნულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით, მაგალითად ის, რომ ამ ოპერაციის ავტორი შესაძლოა იყოს კრეიგ რაიტი. ავსტრალიელი კრეიგ რაიტი ფლორიდის სასამართლომ დამნაშავედ სცნო ბიტკოინების მითვისებაში, რაც მან თავის საქმიან პარტნიორ დეივ კლეიმანთან ერთად შექმნა. რაიტი აცხადებს, რომ წვდომა კრიპტოვალუტაზე, რომლის მაინინგიც მან 2009-2013 წლებში განახორციელა, არ აქვს. მიუხედავად ამისა, მას გარდაცვლილი კლეიმანის ოჯახის წევრებისა და ნათესავებისთვის 4 მილიარდი აშშ დოლარის გადახდა მოუწევს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად