Bitcoin-ის წილმა სავაჭრო პლატფორმებზე, აქტივის საერთო ემისიის 10%-ს გადააჭარბა

2020 წლის დასაწყისისთვის, პირველი კრიპტოვალუტის წილმა სავაჭრო პლატფორმებზე, აქტივის საერთო ემისიის 10%-ს გადააჭარბა.

2017 წლიდან მოყოლებული, Bitcoin-ის რაოდენობა, სავაჭრო ბირჟის კონტროლის ქვეშ 700%-ით გაიზარდა, ამ ეტაპზე აღნიშნული მაცვენებელი, პირველი კრიპტოვალუტის საერთო ემისიის დაახლოებით 10%-ს შეადგენს. ანალიტიკური სერვის Glassnode-ის ინფორმაციით, ციფრული აქტივების მოცულობამ, რომელიც სავაჭრო პლატფორმებს ეკუთვნის, შესაძლოა 14 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინოს.

„მხოლოდ რამდენიმე თვის წინ, Bitcoin-ის წილი ბირჟებზე 6,7%-იტ ფასდებოდა. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ კრიპტოვალუტების ექსპონენციალური ზრდის შესახებ, მაგრამ იგი აგრეთვე უფრო მეტად ცენტრალიზებული ხდება“, – წერს ანალიტიკოსი ჩარლზ ედვარსი.

გაცილებით სიტუაციაში არის კაპიტალიზაციით მსხვილი ზოგიერთი ალტკოინი. მაგალითად, Ethereum-ის სისტემაში, 154 მისამართს ემისიების 40% აკონტროლებს, ხოლო LTC-ს შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 128 მისამართს და 47%-ს უტოლდება, ხოლო Cardano-სთან შექმნილი სიტუაცია ასეთია – 39 მისამართი და 40%.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად