Bitcoin-ის ღირებულება შესაძლოა 2 700 აშშ დოლარამდე დაეცეს

არსებობს რისკი იმისა, რომ Bitcoin-ის ღირებულება 2 700 აშშ დოლარამდე დაეცეს, – ამის შესახებ Сointelegraph-ის ანალიტიკოსი კიტ უეირინგი აცხადებს. მისი თქმით, RSI-ს ინდიკატორი იმეორებს 2018 წლის პატერნს, რის შემდეგაც მაშინ იგი 9 500 აშშ დოლარიდან 3 200 აშშ დოლარამდე დაეცა.

იმ შემთხვევაში, თუკი ისტორია განმეორდება, კრიპტოვალუტის ღირებულების დაცემა 5 თვეს გასტანს და 2020 წლის მაისში დასრულდება.

პორტალ Bitcoinnews-ის ანალიტიკოსი კი უფრო მოკლევადიან სცენარს ვარაუდობს. მისი თქმით, კრიპტოვალუტის ამ მაჩვენებლების ხანგრძლივობა ამავდროულად აქტივების ღირებულების მატების დასაწყისი იქნება.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, აგრეთვე არსებობს Bitcoin-ის 5 500 აშშ დოლარამდე დაცემის ალბათობაც. მისი მოსაზრებით, ეს იმ შემთხევაში მოხდება, თუკი კრიპტოვალუტის კურსი მთელი კვირის განმავლობაში 7 250 აშშ დოლარიან მაჩვენებელზე გავა.

5 დეკემბერს, Bloomberg-ის ანალიტიკოსმა მაიკ მაკჰოლანმა განაცხადა, რომ Bitcoin-ის ღირებულების 10 000 აშშ დოლარამდე ასვლა მოხლოდ დროის საკითხია. ექსპერტის მოსაზრებით, არსებობს მთელი რიგი ფაქტორებისა, რომლებიც ბიტკოინის კურსის სამომავლო მომატებაზე მეტყველებს.

მოცემულ მომენტში, Bitcoin-ის კურსი 7 514 აშშ დოლარია, 24 საათის განმავლობაში მან 0,03%-ით მოიმატა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად