Bitcoin-ის ღირებულება კვლავ წლიურ მინიმალურ მაჩვენებელს მიუახლოვდა

Bitcoin-ის ღირებულება 3284 აშშ დოლარამდე დაეცა, რაც პრაქტიკულად წლიური მინიმალური მაჩვენებელია, რომელმაც აქამდე 3280 აშშ დოლარი შეადგინა და იგი გასულ კვირას დაფიქსირდა.

ბოლო თვის განმავლობაში კრიპტოვალუტა 47%-ით გაიაფდა, ამასთან მისმა წილმა ციფრული ფულის ბაზარზე 55%-ს გადააჭარბა, ეს მაჩვენებელი კი სექტემბრიდან მოყოლებული იზრდება.

უახლოეს პერიოდში Bitcoin-ის ღირებულებამ შესაძლოა ვარდნა განაგრძოს, ასე მიაჩნია NewsBTC-ის ანალიტიკოსს. მისი მოსაზრებით, თუკი კრიპტოვალუტა გაძვირდება, იგი ვერ გადალახავს ძლიერ ბარიერებს 3350 და 3375 აშშ დოლარს. ყველაზე დიდი ალბათობით, აქტივი 3150 აშშ დოლარამდე და 3000 აშშ დოლარამდე დაეცემა, რაც დროის მოკლე ხანში მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მისი კურსი 3200 აშშ დოლარზე ქვემოთ ჩამოვა.

აქამდე კი ტომ ლიმ განაცხადა, რომ ბიტკოინის რეალური ღირებულება რამდენიმეჯერ აღემატება საშუალო ღირებულებას, სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის ღირებულება 13 800-14 800 აშშ დოლარი უნდა იყოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად