9 წლის დაჩი, რომელიც საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურების დატანას ითხოვს, შს მინისტრს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია 9 წლის დაჩი გულუას სოციალურ ქსელში გავრცელებული წერილის შემდეგ შეხვდა.

ამის შესახებ 9 წლის ბიჭის დედა, ნათია ანასტასიადი სოციალურ ქსელში წერს და ფოტოსაც აქვეყნებს.

“ძალიან საქმიანი და პროდუქტიული შეხვედრა გამოვიდა! დაჩი კმაყოფილია 😊 to be continued…”, – წერს დაჩი გულუას დედა.

ცნობისთვის, დაჩი გულუამ გიორგი გახარიას საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურების დატანას სთხოვს. ამის შესახებ კი წერილი, სოციალურ ქსელში გაავრცელა.

“ბატონო გიორგი, მე ვარ დაჩი გულუა, ცხრა წლის. შევამჩნიე, რომ ყველა საგზაო ნიშანზე კაცის ფიგურაა გამოსახული. ვფიქრობ, რომ ეს ქალების შეუმჩნეველი დაჩაგვრაა. ქალაქში ფეხითაც და მანქანითაც ქალები და კაცები ერთნაირად დადიან, ამიტომ გთხოვთ, საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურაც გამოსახოთ“. – წერს 9 წლის დაჩი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...