BioNTech-ისა და Pfizer-ის, ასევე Moderna-ს ვაქცინები ევროკავშირში დეკემბრის მეორე ნახევარში დარეგისტრირდება

BioNTech-ისა და Pfizer-ის, ასევე Moderna-ს მიერ შემუშავებული ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ევროკავშირში შეიძლება დარეგისტრირდეს დეკემბრის მეორე ნახევარში. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა ევროკავშირის ონლაინ სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

”ევროპული სამედიცინო სააგენტო გვეუბნება, რომ BioNTech-ის და Moderna-ს ვაქცინების მიღება შეიძლება ევროკავშირში დეკემბრის მეორე ნახევარში მოხდეს”, – თქვა მან.

ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა გააუქმონ საკარანტინო ზომები ფრთხილად, ეტაპობრივად და კოორდინირებულად, რათა თავიდან აიცილონ მესამე ტალღა, – განაცხადა აგრეთვე ფონ დერ ლაიენმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად