ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, უნგრეთში, ბიოლოგიის 30-ე საერთაშორისო ოლიმპიადა გაიმართა, სადაც 72 ქვეყნიდან 285 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას.

მათ შორის მონაწილოებდა საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები გუნდი, რომელმაც 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ – ანა თოიძე (მეექვსე საავტორო სკოლა), ანანო ნებიერიძე (ვეკუას სკოლა) და ნიკოლოზ სოხაძე (ვეკუას სკოლა).

გუნდს ხელმძღვანელობდნენ – ეკატერინე ბაკურაძე, ირინა მოდებაძე, ნანა ბარნაველი და ეკატერინე მითაიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...