ბიოლოგიის მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეს ფიზიკურად შეეხო, გაათავისუფლეს

თელავის მეფე ერეკლე II- ის სახელობის პირველ საჯარო სკოლაში ბიოლოგიის პედაგოგი, რომელიც მოსწავლეს ფიზიკურად დაუპირისპირდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ბრძანებას სკოლის დირექტორმა, მაია ოთარაშვილმა ხელი დღეს მოაწერა. არც დირექტორი და არც პედაგოგი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

ცნობისათვის, შემთხვევა 22 იანვარს, სასწავლო პროცესზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მასწავლებელმა მოსწავლეს კლასის დატოვება მოსთხოვა და ხელი ჰკრა, რაც სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. მომხდარი ფაქტის შესახებ საჯარო სკოლის დისციპლინურ კომიტეტზე გასულ კვირას იმსჯელეს და ნ.გ მოსწავლის მიმართ ფიზიკურ დაპირსპირებაში დამნაშავედ ცნეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად