Binance Coin-ის ღირებულება, ბოლო კვირის განმავლობაში, 30%-ით გაიზარდა

ტოკენმა Binance Coin, რომელიც Binance-ს კრიპტოვალუტის ბირჟაზე სავაჭრო მოცულობით უმსხვილესია, ბიტკოინთან მიმართებაში ახალი ისტორიული რეკორდი დაამყარა.

დღეს ალტკოინის ღირებულების მაჩვენებელმა 0,00268 აშშ დოლარს გადააჭარბა. წინა რეკორდული მაჩვენებელი – 0,00264 აშშ დოლარი, 2018 წლის ივნისის ბოლოს დაფიქსირდა.

მონეტა 2017 წლის 14 ივნისს გამოვიდა. რამდენიმე თვის განმავლობაში კი მისი ღირებულება 9600%-ით გაიზარდა. 2018 წლის 12 იანვარს კი Binance Coin-ი 17,1 აშშ დოლარი გახდა, რის შემდეგაც მაჩვენებელმა გაიაფება დაიწყო. ამ ეტაპზე, აქტივების ვაჭრობა 9,7 აშშ დოლარის ნიშნულზე მიმდინარეობს.

ბოლო კვირის განმავლობაში, კრიპტოვალუტის ღირებულება 35%-ით გაიზარდა, ხოლო ამის პარალელურად, ბიტკოინი მხოლოდ 5%-ით გაძვირდა და 3632 აშშ დოლარი შეადგინა. ტოკენის კაპიტალიზაცია კი 1,36 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...