“ბილეთების ამბავი ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, დღესვე გადავწყვეტდი”

"ბილეთების ამბავი ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, დღესვე გადავწყვეტდი",-ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ სუპერთასის ბილეთებთან დაკავშირებით შექმნილ შეფერეხებებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, Biletebi.ge-სთან ერთად მუშაობს ამერიკული კომპანია, რომელიც ქართულ კომპანიას უეფამ ურჩია.

"თვენახევარია დარჩენილი თამაშამდე, დარჩენილია ბევრი დრო ამიტომ პანიკას არ უნდა ავყვეთ ამიტომ უნდა მივცეთ საშუალება ქართულ კომპანიებს, რომ მაგათმა გამოიჩინონ თავი და 48 სათის განმავლობაში შეასწორონ ეს პრობლემები.

უეფამ Biletebi.ge დააკავშირა ამერიკულ კომპანიასთან, რომელიც ამათთან ერთად იძახის, რომ ჩვენ ამას ყველაფერს გავაკეთებთო და ისინი მუშაობენ. ჩვენ მაქსიმალურად ვართ დაინტერესებული, რომ ჩვენმა ქართულმა კომპანიამ ეს გაყიდოს. არამარტო ჩვენ, უეფაც. იმიტომ რომ როდესღაც ხომ უნდა დავიწყოთ ონლაინ ბილეთების გაყიდვა. ამიტომ 48 საათი, ეს არის უეფას გადაწყვეტილება, რომელიც არის მიზანმიმართული, რომ ყველაფერი გამოსწორდეს და 48 საათში დაიწყოს გაყიდვები.

უკვე არსებობს კომპანიები, ძალიან ბევრი შემოთავაზებაა ქართული კომპანიებიდან, რომლებიც ამბობენ შევძლებთო ამას(ბილეთების გაყიდვას – რედ.). ახლა Biletebi.ge-მ უნდა გადაწყვიტოს, ვისთან იმუშავებენ, მაგათ მაგივრად ამას ვერ დავალაგებთ. მე, ჩემი ის რომ ყოფილიყო, დღესვე გადავწყვიტავდი რა გზით წავსულიყავი, მაგრამ ამას წყვეტს უეფა",-განაცხადა სიჭინავამ.

ცნობისთვის, სუპერთასზე დასასწრები ბილეთები 22 ივნისს, 09:00 საათიდან ვებ-გვერდზე Biletebi.ge უნდა გაყიდულიყო, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო, გვერდი ამ დრომდე გათიშულია. Biletebi.ge-ს ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ საიტის გათიშვა განხორციელებულ შეტევას უკავშირდება. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად