BILETEBI.GE-ზე სუპერთასის ბილეთების გაყიდვა 21.30 საათზე შეწყდება

BILETEBI.GE-ზე სუპერთასზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს 21.30 საათზე შეწყდება,-ამის შესახებ ვებ-გვერდზეა აღნიშნული.

აღნიშნულ ვებ-გვერდზე ბილეთების გაყიდვა დღეს შეფერხებებით მიმდინარეობდა და დარეგისტრირებული 110 000 მომხმარებლებისგან ბილეთების შეძენა 1 500-მა პირმა მოახერხა. 

ტექნიკურ პრობლემებთან დაკავშირებით გავრცელდა ოფიციალური განცხადებაც.

"გაყიდვა კვლავ ხარვეზებით მიმდინარეობს, პრობლემა ფიქსირდება რიგის მენეჯმენტ კომპანიას და ჩვენს შორის. ჯერჯერობით გაყიდულია 1500 ბილეთი, 143 00 მომხმარებელია რიგში.

სისტემა მომხმარებლების ნაკადს უმკლავდება, თუმცა რიგის სისტემასთან კავშირში კვლავ შეფერხებებია… დარჩენილია ყველა კატეგორიის ბილეთი",-აღნიშნავენ კომპანიაში.

შეგახსენებთ, რომ სუპერთასის ფინალი ბარსელონასა და სევილიას შორის თბილისში, 11 აგვისტოს გაიმართება და ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული "ბარსელონა" და ევროპის ლიგის გამარჯვებული "სევილია" დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...