BILETEBI.GE-ზე ბილეთები აღარ გაიყიდება

ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ტელეკომპანია რუსთსვი 2-ის ეთერით განაცხადა. მისი თქმით, ფედერაციამ მიმართა უეფას წერილობით, რომლითაც მოითხოვა  BILETEBI.GE  ბილეთების გაყიდვის პროცესს ჩამოცილებულიყო

შეგახსენებთ, რომ Biletebi.ge-ზე გულშემატკივარი კვლავაც ვერ ახერხებს გამართულად ბილეთების შეძენას.

"აიპრესი" ფეხბურთის ფედერაციასთან შეკრებილ უკმაყოფილო გულშემატკივრებს ესაუბრა.

მათი განცხადებით, რეზი არველაძე ფეხბურთის ფედერაციასთან შეკრიბილ გულშემატკივრებს შეპირდა, რომ განხილულ იქნება მათი მოთხოვნა, ბილეთების სალაროებში გაყიდვის შესახებ და ასევე დასძინა, რომ ამ თემაზე კონსულტაციები უეფასთან მიმდინარეობს და საბოლოო პასუხი რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

ამ დროისთვის   გაყიდვა ონლაინ რეჟიმში Biletebi.ge-ზე შეწყდა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად