BILETEBI.GE: F5-ის ხშირად დაჭერის შემთხვევაში სისტემა დროებით დაგბლოკავთ

უეფას სუპერ თასზე დასასწრები ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით, Biletebi.ge ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

"გაცნობებთ, რომ ხვალ 30 ივნისს UEFA Super Cup 2015-ის ბილეთების გაყიდვა დილას 9:00-ზე biletebi.ge-ზე დაიწყება.

სისტემა ავტომატურად მოგანიჭებთ რიგის ნომერს 9:00-ზე, ამიტომ წინასწარ რიგში ჩადგომა საჭირო არ არის, რადგან 9:00-ზე ყველაფერი განულდება და ათვლა თავიდან დაიწყება.

ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კლავიატურაზე ხშირად F5-ის დაჭერის შემთხვევაში უსაფრთხოების სისტემა დროებით დაგბლოკავთ"- ნათქვამია განცხადებასი.

შეგახსენებთ, რომ სუპერ თასზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელი ერთი კვირის წინ უნდა გამხდარიყო, თუმცა Biletebi.ge-ზე შექმნილი ტექნიკური პრობლემების გამო, ბილეთების გაყიდვა გადაიდო.

დღეს კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, რომ სუპერ თასზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ხვალ, 30 ივნისიდან, თბილისის დროით 09:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...