ბილბორდებზე გაკრული და წყალტუბოს მაჟორიტარად გაცხადებული გენერალი ჭანკოტაძე ნანუკა ჟორჟოლიანმა ჩაანაცვლა

ბილბორდებზე გაკრული და წყალტუბოს მაჟორიტარად გაცხადებული გენერალი დევი ჭაკვეტაძე მთავარის ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ჩაანაცვლა. ამის შესახებ დღეს ცნობილი გახდა “ნაციონალური მოძრაობის” სიიდან.

სიის მიხედვით წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონის მაჟორიტარად ნანუკა ჟორჟოლიანი სახელდება, მაშინ როდესაც “ნაცმოძრაობას” უკვე გაცხადებული ჰქონდა, რომ ამ რაიონის მაჟორიტარი გენერალი დევი ჭანკოტაძე იქნებოდა.

“მე მხარს ვუჭერ ნამდვილი გმირის პოლიტიკაში მოსვლას! ლიდერი ის კი არაა ვინც საეჭვო წარმოშობის ფულს ხარჯავს საკუთარ “ლიდერობაზე” და მომავალ თანამდებობაზე აწეულ PR კამპანიაზე, არამედ აი ეს ნამდვილი პატრიოტი და სამშობლოს გენერალი”- წერდა მიხეილ სააკაშვილი 4 ივნისს, თუმცა, როგორც ჩანს 24 სექტემბერს გადაიფიქრა და ნანუკა ჟორჟოლიანი დააყენა კანდიდატად.

    • წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონი: დევი ჭანკოტაძე;
    • ჭიათურა-საჩხერე: გიორგი კაპანაძე;
    • გორი-კასპი: ბადრი ბასიშვილი;
    • ახალციხე–ადიგენი–ასპინძა–ბორჯომი: ვაჟა ჩიტაშვილი;

 

მათი კანდიდატურების შესახებ ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გაავრცელა ფეისბუკზე 20 აგვისტოს, თუმცა დღეს უკვე სხვა მოცემულობაა.

თავად დევი ჭანკოტაძის ფბ გვერდი კი ასე გამოიყურება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად